პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ. პრეზენტაცია, რომელიც კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ უფროსმა მკვლევარმა, კესო ესებუამ წარმოადგინა, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდობის საჭიროებებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევის ავტორმა განაცხადა, საკვლევი სამუშაოები თბილისის გარდა ქვეყნის ათ რეგიონში ჩატარდა და გამოავლინა ის მიგნებები, რომლებიც ახალგაზრდობის საჭიროებებს ასახავს.

კვლევის შედეგები კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა და გაწეული სამუშაოსთვის ფრიდრიხ ებერტის ფონდსა და უშუალოდ კვლევაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა.

„კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული გამოწვევებია, თუმცა მათი მოგვარება ერთიან, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა და სახელმწიფო უწყებებმა კოორდინირებული მუშაობა გასწიონ და კომიტეტის ჩართულობით მომზადდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. მუნიციპალიტეტების დონეზე კი განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი და მოხდეს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლევაში მოყვანილი ფაქტები და მიგნებები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ახალგაზრდების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები