პარლამენტის ძველ შენობასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობის აქციაზე ბეჟან გუნავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბეჟან გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა შიმშილობის აქცია 17 სექტემბერს, აქციის დასრულების შემდეგ დაიწყეს. პატრიოტთა ალიანსი ითხოვს მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 30 მარტს წარადგენს.
