“პარლამენტის ბოიკოტი, არჩევნების არაღიარება სრულიად უსაფუძვლოდ, ტყუილზე დამყარებული ნარატივები, ქმნის ქვეყანაში დაძაბულობის ფონს”

“პარლამენტის ბოიკოტი, არჩევნების არაღიარება სრულიად უსაფუძვლოდ, ტყუილზე დამყარებული ნარატივები, ქმნის ქვეყანაში დაძაბულობის ფონს”

პარლამენტის ბოიკოტი, არჩევნების არაღიარება სრულიად უსაფუძვლოდ, ტყუილზე დამყარებული ნარატივები, ქმნის ქვეყანაში დაძაბულობის ფონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ხელისუფლების მიერ ვერ მოხდება პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება, ან განმუხტვა, თუმცა მისივე განმარტებით, ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით არის აღჭურვილი.

მარტო ხელისუფლების მიერ რამე კრიზისის განმუხტვა, ან კრიზისის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, არ არის მართებული, თუმცა, ხელისუფლება აქ თავისი წილი დიდი პასუხისმგებლობით არის აღჭურვილი. სწორედ ეს ქმედებები, პარლამენტის ბოიკოტი, არჩევნების არაღიარება სრულიად უსაფუძვლოდ, ტყუილზე დამყარებული ნარატივები, ქმნის ქვეყანაში დაძაბულობის ფონს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები