პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს რეფორმის საკითხის ინიცირება მოხდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს რეფორმის საკითხის ინიცირება მოხდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს რეფორმის საკითხის ინიცირება მოხდება. რეფორმის მიზანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის დახვეწა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრის ჩატარება.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს რეფორმა არა მარტო სასამართლოს სისტემის დახვეწის მიმართულებითაა აუცილებელი, არამედ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესში ნაბიჯების წინ გადასადგმელადაც. სასამართლოს რეფორმის საკითხი ბიუროზე ინიცირების შემდეგ დაჩქარებული წესით განიხილება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები