პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, რომ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, რომ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, რომ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.

“ეს ადამიანი დადასტურებულად “ქართული ოცნების” წევრია, თუ ვის აძლევს ხმას? არ მინახავს კონკრეტული ვიდეო, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი. იქნებ თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია?! მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამდენჯერმე მისცა ხმა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასევე ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო, მონიტორინგი გაეწია ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, “ნაციონალურ მოძრაობას” საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?”,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ხატია დეკანოიძის თქმით, დარღვევები ორგანიზაციული ხასიათის იყო და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.

დეკანოიძის განმარტებით, ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ გლდანის მეცამეტე უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი ყუთში რამდენჯერმე კანონის დარღვევით ჩააგდო.

სხვადასხვა დარღვევები ავლაბრის, საბურთალოს მე-60 და ისნის მე-40 უბნებზეც დაფიქსირდა. პარტიის წევრები ცესკოს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები