შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს და უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა შემოწმების შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც პარიზი-ლონდონის რეისი უნდა შეესრულებინა, დროებით გაჩერებულ იყო და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.პარიზის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, რეისზე დამატებითი კონტროლი მიმდინარეობდა. შესაბამისმა სამსახურმა მგზავრები გაჩხრიკა, ხოლო ბარგი ძაღლებმა და კინოლოგებმა შეამოწმეს. გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, შესაძლო ტერაქტს უკავშირდებოდა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთეს
