პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი უკვე წარუდგინეს.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი უკვე წარუდგინეს.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი უკვე წარუდგინეს. მეხუთე ეჭვმიტანილს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.

ბრალის წარდგენის პროცედურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქმის, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულებს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსებასა და მხარდაჭერას ედავება.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ზურაბ გორნაკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, საქმეს ჯერ არ გაცნობია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები