“პანდემიის დასაძლევად მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“

“პანდემიის დასაძლევად მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“

“პანდემიის დასაძლევად მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მანვე მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა.

“უნდა შევეცადოთ, რომ ახალი და აქტიური შემთხვევების შემდეგი ზრდა ავიცილოთ თავიდან. თუ ახალი შემთხვევების ზრდა შემდგომში ისევ დაფიქსირდება, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია და ამას გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვეს. პირბადეების გამოყენება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. პანდემიის დასაძლევად მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები