პაატა იმნაძის განცხადებით საქართველოში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შიდა საზოგადოებრივი გადაცემა არ მოხდეს.

პაატა იმნაძის განცხადებით საქართველოში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შიდა საზოგადოებრივი გადაცემა არ მოხდეს.

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით საქართველოში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შიდა საზოგადოებრივი გადაცემა არ მოხდეს.

“პრობლემა რა თქმა უნდა იქნება. პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ და შიდა საზოგადოებრივი გადაცემა არ მოხდეს, რაც სამწუხაროდ ხდება ჩვენზე გაცილებით მდიდარ, უფრო მძლავრ და ტრადიციული სამედიცინო სისტემების მქონე ქვეყნებში,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მედიკოსების თქმით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები