პაატა იმნაძემ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინაციის შემოტანის შესაძლებლობას გამოეხმაურა.

პაატა იმნაძემ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინაციის შემოტანის შესაძლებლობას გამოეხმაურა.

პაატა იმნაძემ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინაციის შემოტანის შესაძლებლობას გამოეხმაურა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამოწმებული პრეპარატი შემოვა.

„ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. COVAX-ისპლატფორმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული, თუ იქნება ის ვაქცინა, რომელიც ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის და დაიცავს ჩვენს მოსახლეობას, მერე მის წარმომავლობას, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო სხვა პრეპარატებთან ერთად ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას განიხილავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები