პაატა იმნაძე – ერთი ახალი პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

პაატა იმნაძე – ერთი ახალი პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლები საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები