პაატა იმნაძე ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

პაატა იმნაძე ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საუბარია სახლზე, რომელიც პაატა იმნაძის განცხადებით, მის ოჯახს ცოლის ძმამ აჩუქა.

ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC – ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრვალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს“ – წერს პაატა იმნაძე.

როგორც ის აღნიშნავს, სიუჟეტში ყოველი ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურადაა დამახინჯებული.

„საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემ მიერ, ჯერ 1992 წელს, განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წელს, NCDC-ს ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს პაატა იმნაძე.

12 დეკემბერს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაატა იმნაძემ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 1.5-მილიონ ლარად შეფასებული ბინა იყიდა. ,როგორც ჩანს, სამი მუშკეტერიდან ერთ-ერთი, ფუფუნებისა დაძვირადღირებული ცხოვრების მოყვარულია“ – ამბობს ჟურნალისტი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები