ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრ

ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრ

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით,

ორმა ქალმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.”დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და სახის ქვედა არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი
ტეგები: ოზურგეთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები