ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.

ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე.
„ჩვენს გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და ვიცით ღირსების ფასი. „ქართულმა ოცნებამ“ წინა საარჩევნო კამპანია ღირსეულად დაიწყო და ასევე ღირსეულად დავამთავრებთ ამ კამპანიას. დაპირებების გაცემა, რომლებსაც უხვად არიგებენ ოპონენტები, მარტივია, თუმცა შესრულება რთული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ. მე თქვენთვის მომინდია არჩევანის გაკეთება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ბეგლად სიორიძემ.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში წარმოდგენილ კანდიდატებს გამარჯვების შემდეგ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ.
„ჩემთვის ძალიან მშობლიურია ეს მხარე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე მჯერა, რომ წარმოდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ და მათ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ. ჩვენ თქვენთან ყოველდღიური ურთიერთობა გვინდა და ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ყველას მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. ჯერ კიდევ რჩება ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საკრებულოს სიის პირველი ათეული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები