- TVFree.Ge - http://tvfree.ge -

ოთარ დანელია: მინდა, მივმართო ყველას, მაქსიმალურად შეუქმნან ხელსაყრელი პირობები თითოეულ ინვესტორს

“ძალიან ხშირად მომმართავენ ხოლმე ინვესტორების სხვადასხვა პრეტენზიით, მათ შორის, საკმაოდ გაიზარდა პრეტენზიები მიწის იჯარით აღებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობიდან უარის თქმასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არის საფუძველს მოკლებული”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პარლამენტში განაცხადა.
მან სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა.
“პირველ ყოვლისა, მინდა, განცხადება გავაკეთო ჩვენ მიერ ინიცირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ მიმდინარე კვირაში გვექნება სასესიო განხილვა მეორე მოსმენით და, შესაბამისად, მინდა, ყველას ვთხოვო მაქსიმალური მობილიზება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონის მხარდასაჭერად საჭიროა არანაკლებ 100 ხმისა და, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მობილიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა, მივმართო სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ძალიან ხშირად მომმართავენ ხოლმე ინვესტორების სხვადსხვა პრეტენზიით, მათ შორის, საკმაოდ გაიზარდა პრეტენზიები მიწის იჯარით აღებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობიდან უარის თქმასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არის საფუძველს მოკლებული, ამიტომ, მე მინდა, მივმართო ყველას, მაქსიმალურად შეუქმნან ხელსაყრელი პირობები თითოეულ ინვესტორს, რომელსაც განზრახული აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავის წვლილის შეტანა და მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთ მუნიციპალიტეტებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ ამ საკითხს და გვექნება კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული დისკუსია, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამ თემებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ, დადგეს თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, სადაც შეიძლება, არაობიექტურად და უსაფუძვლოდ იყოს აღნიშნული უარი პასუხად გაგზავნილი, მათ შორის – ეკონომიკის სამინისტროში”, – განაცხადა ოთარ დანელიმა.
დანელიამ ექსპორტის მაჩვენებლებზეც ისაუბრა.
“მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ეხება ექსპორტის მაჩვენებელებს. 2019 წლის მაჩვენებელი ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც გახლავთ აშშ. ეს გახლავთ 126%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი იყო ჩინეთის ტენდენცია, აქ, ასევე, არის დამატებით ზრდა 27%-ოდენობით. პოლონეთში გაზრდილია 18%-ით და საფრანგეთში გაზრდილია – 91%-ით. ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ საკმაოდ დიდი მეღვინეობის ტრადიციები და შესაბამისად, ქართული ღვინო პოულობს კონკურენტუნარიან პოზიციას აღნიშნულ ბაზარზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ, რომ გაზრდილია ბრენდის ექსპორტი 60%-ით. ასეთი მაჩვენებლები ჩვენ არ გვქონდა და 61%-ით არის გაზრდილი ჭაჭის ექსპორტი. ესეც მოგეხსენებათ უცხო პროდუქტია ძალიან ბევრი ბაზრისთვის და, შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი თავისთავად ცხადყოფს იმას, რომ დიდია დაინტერესება და მოთხოვნა. მინდა, გავაკეთო სტატისტიკური ინფორმაციის განახლება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. 8 აპრილიდან დღემდე, დაახლოებით, დამონტაჟებულია 3061 ფერომონი და 40 ათასზე მეტი ხაფანგი. ცივი შესხურებით დამუშავებულია 8546 ჰექტარი, აქედან გურია გახლავთ 2057 ჰექტარი, სამეგრელო 4700 ჰა, იმერეთი 1717 ჰა. თერმული ნისლით დამუშავებულია 9300 ჰა – სამეგრელოში არის 5420 ჰა, იმერეთში 1900 ჰა, გურიის რეგიონში 1980 ჰა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ განსხვავებით პირველი წლიდან, სადაც სულ იყო 14 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა მობილიზებული, ამ დროისთვის აღნიშნულ პროექტს ემსახურება 239 მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალება და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელი იქნება გარდამტეხი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არ იქნება ბოლო წელი, თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებუ