ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. ამის შესახებ “კვირას „კლინიკის“ მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს.

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. ამის შესახებ “კვირას „კლინიკის“ მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს.

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. ამის შესახებ “კვირას „კლინიკის“ მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს. მათივე თქმით, გარდაცვლილი 1965 წელს დაბადებული ნოდარ ჩაკვეტაძეა. მიმღებ განყოფილებაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში შემოსვლისთანავე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შემოსვლიდან 2 საათში გარდაიცვალა.
რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში შენობის გარე ფასადის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ და სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები