ორი დღის განმავლობაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონდარღვევის შედეგად, 3 მოქალაქე დაჯარიმდა

ორი დღის განმავლობაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონდარღვევის შედეგად, 3 მოქალაქე დაჯარიმდა
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, შს სამინისტროში მთელი ქვეყნის მასშტაბით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონდარღვევის 12 შეტყობინება დაფიქსირდა. მათ შორის, 9 შემთხვევაში, კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 1-ელი მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა.
საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე.
12 შეტყობინებიდან კი, კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები