ოქტომბერში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტი იყო. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი, 4,9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 10 თვეში 29,4 პროცენტით, იმპორტი 7,8 პროცენტით, საგარეო ვაჭრობის მოცულობა კი 12,7 პროცენტით გაიზარდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.
2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დაგეგმილი ზრდა ოთხ პროცენტს შეადგენდა.
წყარო:imedinews.ge
კატეგორიები:
ეკონომიკა
მსგავსი სიახლეები

მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით.

ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა-დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე”
