ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია საკმაოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია-ვახტანგ ძაბირაძე

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია საკმაოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია-ვახტანგ ძაბირაძე

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია საკმაოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ძაბირაძემ პრესკონფერენციაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენად ღრმა და ეფექტური იქნება სამთავრობო გუნდის საქმიანობა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია საკმაოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ღრმა და ეფექტური იქნება ამ მთავრობის საქმიანობა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული და უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ რეფორმა ამაზე არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხელისუფლების რეფორმირება ყველა დონეზე, იქნება ეს თვითმმართველობის, თუ ცენტრალურ დონეზე. ამასთან, ძალიან საინტერესო იყო ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მოსაზრებები სტრუქტურის რეორგანიზაციაზე, თუ ეს გადაადგილებები სწორად იქნება წარმართული, ეფექტურ შედეგსაც მივიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ -მთლიანად გარემო რომ გაუმჯობესდეს, რეორგანიზაციის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარება საკმარისი არ იქნება -ეს ერთი, და მეორე, ველოდებოდი, რომ უფრო დეტალურად და დაწვრილებით იქნებოდა საუბარი იმაზე, თუ რა ეფექტს მოიტანდა რეორგანიზაცია და ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. სამწუხაროდ, ამ განხილვების დროს, პროცესები ისე წარიმართა, რომ ეს საკითხი უკვე მეორე ფლანგზე გადავიდა“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ მხარი 103 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები