ოპოზიციის ნაწილი ინიციატივით გამოდის და კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივით გამოდის და კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. მათ, ამ მოთხოვნით, მემორანდუმიც შეიმუშავეს და დოკუმენტს ხელიც მოაწერეს.

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს. ჯერ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან მეტ ენერგიას ვხედავთ „სტრატეგია აღმაშენებელი” და ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზეც“, – აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

„სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით – კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია. ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი”, – აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.

მემორანდუმს მხარს უჭერენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ – არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები