“ოპოზიციის ნაწილი აშშ-ში ცდილობს იპოვოს ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, გარკვეულწილად იმიჯი შეელახოს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს”

“ოპოზიციის ნაწილი აშშ-ში ცდილობს იპოვოს ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, გარკვეულწილად იმიჯი შეელახოს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს”

“ოპოზიციის წარმომადგენლები აქ, ამერიკაში ცდილობენ მოახდინონ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები, იპოვონ ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, რომ გარკვეულწილად შეულახონ იმიჯი ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საარჩევნო პროცესს და ამით სცადონ პოლიტიკური ქულების მოპოვება”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების ბოლო რაუნდიც დაიხურება.
„თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა უკვე რეალურად იხურება, რადგან თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 – ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც რეალურად დემოკრატია აინტერესებს, პირველ რიგში, ამ პარტიებმა ჩვენს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან უნდა იმუშაონ, იქ გააკეთონ კამპანია, იქ აჩვენონ მათი ხედვები სხვადასხვა სფეროში პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგ ვისაუბროთ, არის თუ არა მათი განწყობები გულწრფელი და სურთ თუ არა ნამდვილად სამართლიანი არჩევნები და საერთოდ, სურთ თუ არა არჩევნების გზით რაიმეს შედეგებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები