“ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად”

“ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კანონის შესაბამისად მკურნალობენ და ის საავადმყოფოში მისი ექიმების რეკომენდაციით გადაიყვანეს.

„ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში მისი ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები