ოპოზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და პარტიას მოახმარა-მდინარაძე

„გავიარეთ ყველა სიტყვა, ყველა პუნქტი, რეგლამენტში, კონსტიტუციაში, ოპოზიციასთან და შევთანხმდით, რომ სულ რამდენიმე დღეც კი შესაძლოა საკმარისი გავხადოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მოვასწროთ და შეთანხმება შედგეს, რომელიც არის – 120\30-ზე და ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მოწოდებულები ვართ, ამაზე შეთანხმება არსებობს, არის ამაზე ხელმოწერა და ეს შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება იყო ორნაწილიანი, აქედან ერთი ნაწილი შეეხებოდა 120/30-ზე მანდატების რაოდენობას, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ემუქრება ხოლო, მეორე ნაწილი ეხებოდა იმას, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.
„საზოგადოებას უკუღმა აწვდიან გზავნილს. ოპიზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და თავის პარტიას მოახმარა და ამაში უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მმართველი გუნდი და ეს იყო თითქოს შეთანხმება. შეთანხმების ორივე ნაწილი გაწერილია.
მსოფლიოში არ არსებობს პასუხისმგებლიანი ძალა, არც უცხოელი პარტნიორი, რომელიც ასე პირდაპირ იტყვის, რომ თქვენ ჩაერიეთ სასამართლოს, პრეზიდენტის, სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაში. ბუნებრივია ჩვენ გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემა დარჩეს ქვეყანაში ისეთი, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მომავალში მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიენ მორი პასკიეს განცხადებით, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გზაზე.

კახა კალაძე: ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია

თბილისის მერი-„ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ და პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული“
