“ოფიციალური სტატისტიკით, სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს 10 ათასით არის გაზრდილი”

“ოფიციალური სტატისტიკით, სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს 10 ათასით არის გაზრდილი”

მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი გავაცნო ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, ხოლო მოქმედი ხელისუფლების პერიოდში 10 ათასით გაიზარდა.

„მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ. ამ დროს, რომ შევადაროთ, წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის დროს, ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს, რა თქმა უნდა, მცირედი ზრდაა და ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საუბარია ფაქტებზე და სიმართლეზე, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ – ჩვენს მოსახლეობას. 10 ათასით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ როცა საუბარია ასეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე, აქვე აუცილებელია, ფაქტები მოვიყვანოთ და სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები