“ოკუპირებული ტერიტორიებიდან 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა”

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა”

ორი დღის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან კორონავირუსი კი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორი დღეა დაიწო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება, ანტიგენის სწრაფი ტესტებით. დღეს დილით მონაცემებით 587 ადამიანი იყო გადმოსული. თითქმის ყველა გადმოსულია გალის რაიონიდან. ორი იყო ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები. ყველა ადამიანი იტესტება და მხოლოდ ერთი იყო დადებითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები