ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა.

რუსული სახელმწიფო მედიის, Sputnik-ის ცნობით, ოფისი ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების უფროსმა განაცხადა, რომ კატალონიაში მიმდინარე პროცესები, რომელთაც მთელი მსოფლიო აკვირდება, სამრეთ ოსეთში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს:

“26 წლის წინ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ თავად გადადგა ზუსტად იგივე პოლიტიკური ნაბიჯები საკუთარი სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად”, – თქვა მედოევმა.

ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსულმა ლიკა ახალბედაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ განცხადების გავრცელებისთანავე მათ ინფორმაციის გადამოწმება დაიწყეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა ესპანეთის უწყებებთან ან ოფიციალურ პირებთან არ ყოფილა.

“თავადვე ამბობენ, რომ ოსი ეროვნების თანამემამულეებს შეხვდნენ. ცალსახაა ეს არ იყო ვიზიტი, როგორც თავად ცდილობენ გაასაღონ, არამედ ეს იყო კერძო პირის კერძო მოგზაურობა”, – ამბობს ახალბედაშვილი.

მისივე თქმით, ვერანაირი წარმომადგენლობა ვერ შეიქმნება, რომელსაც რაიმე საერთო ექნება დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რადგან ესპანეთის სამეფო არ ცნობს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები