ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ”ურალის” მარკის 10-ზე მეტი ავტომობილი და სხვა ქონება მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ”ურალის” მარკის 10-ზე მეტი ავტომობილი და სხვა ქონება მიიღო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 2016 წლის ნოემბერში გაფორმებული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ”შეთანხმების” ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქონების პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ სააგენტო ”ტასს”-ის კორესპონდენტი იუწყება.ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ”ურალის” მარკის 10-ზე მეტი ავტომობილი და სხვა ქონება მიიღო. ”ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ უწყებათაშორისი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცია დავიწყეთ. სამხედრო ქონების გადაცემა ჩვენი ერთობლივი მუშაობის პირველი ეტაპია”, – განაცხადა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის შეიარაღების საკითხებში მოადგილემ რამზეს ნაბიევმა. ”დღეს რუსეთმა აფხაზეთს სამხედრო ქონება გადასცა და ჩვენი ჯარის გაძლიერებაში მორიგი წვლილი შეიტანა”, – დასძინა ოკუპირებული აფხაზეთის ”ვიცე-პრეზიდენტმა” ვიტალი გაბნიამ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები