საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან სამშვიდობო ინიციატივების შესახებ პროექტი მზად არის და ის პარლამენტს საგაზაფხულო სესიების დაწყებისთანავე წარედგინება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
“პრემიერმა განაცხადა და დააანონსა, რომ ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც უკავშირდება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს. ეს გათვლილია იმაზე, რომ პირველ რიგში, დავეხმაროთ მოსახლეობას ხელოვნური დაბრკოლებების, ე.წ. გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, პირველ რიგში, გაუმჯობესდეს მათი ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხელი შეეწყოს ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ახალი პაკეტი ასევე უკავშირდება განათლების სფეროს და ხარისხიან განათლებაზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ახალგაზრდებისათვის ორივე რეგიონებისათვის, როგორც აფხაზეთიდან, ასევე „სამხრეთ ოსეთიდან“. ასევე პაკეტი მოიაზრებს სახელმწიფოს მხრიდან გაცემულ სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას. ჩვენი ამოცანაა ამ სირთულეების ფონზე გავამარტივოთ სხვადასხვა სერვისებსა და სიკეთეებზე წვდომა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გასულ კვირაში პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს საკომიტეტო მოსმენებზე, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს.
მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა

“ასეთი სამარცხვინო საარჩევნო კამპანია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, 2012 წლის შემდეგ არავის გვახსოვს”-კახა კალაძე
