ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვის, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.
მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე საქართველოში 2014 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები