„ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებსა და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“

„ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებსა და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“

„ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებსა და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სისტემური პრობლემები არსებობს, თუმცა მეორე თემაა ინდივიდუალური პასუხიმგებლობა.
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. შვიდი ადამიანია გარდაცვლილი. სავარაუდოდ, გარდაცვალება დადგა საღამოს. 112-იდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ზარი შევიდა 12:57 სთ-ზე. ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა. ექიმებს საკმაოდ მძიმე სურათი დახვდათ – შვიდი გარდაცვლილი მამაკაცი. მიმდინარეობს მოკვლევა და ალბათ, ცოტა ხანში გვეცოდინება უფრო კონკრეტული დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, იყო კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. ჰქონდათ მიღებული გაფრთხილება, ჩაჭრილი იყო გაზი. თქვენ იცით, რომ სისტემური პრობლემები არსებობს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებას შორის, თუმცა მეორე თემაა ინდივიდუალური პასუხიმგებლობის თემა და ალბათ ყველამ უნდა მივაქციოთ ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი ყურადღება. სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებას შორის კომუნიკაცია საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე ყველა უწყება ერთად მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“,- განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები