ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურთან გამოცხადდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურთან გამოცხადდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურთან გამოცხადდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სააკაშვილმა განმარტა, რომ მისი გატაცების გამო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

“ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. აუცილებლად მოვითხოვ კომპენსაციას ჩემი გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ ხალხს ყოველდღიურად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პროკურატურას სააკაშვილი ორი კვირის წინაც უნდა დაეკითხა, თუმცა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უწყებას უნდობლობა გამოუცხადა.

დღესვე კიევის საოლქო სასამართლოში „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიერ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით პროცესია ჩანიშნული. სწორედ ამ პროცესზე უნდა გადაწყდეს, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნას – გაუქმდეს პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს პირველ მარტამდე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი აქვს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები