“ნუცუბიძის პლატოზე” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია“,

“ნუცუბიძის პლატოზე” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია“,

“ნუცუბიძის პლატოზე” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჩანაწერებში ასახულია პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი.
მისივე განცხადებით, თუ რატომ არ ჩანს პირის დაკავების მომენტი, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე განცხადებით, შს სამინისტრო პროკურატურასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს, ვინაიდან უწყება დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე დადგინდეს სიმართლე.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩანაწერებში ასახულია ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას, ეს გამოძიების საქმეა. ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია. ჩვენ თვითონ მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მჭიდროდ ვთანამშრომობთ პროკურატურასთან და ყველა ჩანაწერი, რაც კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა გამოძიებას. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა მან გასცეს პასუხი. მე არ ვიცი გამოძიების შედეგები, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ინფორმაციაა მიწოდებული. სანამ არ გვეცოდინება, თუ რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟის იმ წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი, რომლებიც 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში იმყოფებოდნენ, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამ გამოიწვია 32 წლის მამაკაცის გარდაცვალება.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე ან შეფასებაზე საუბარი ნაადრევია.
„სანამ არ გვექნება მინიმუმ დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რაიმე ბრალდებაზე პოლიციის მისამართით საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები