ნუკრი ქანთარიამ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ნარკორეალიზატოების მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ნარკორეალიზატოების მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს.
მისივე თქმით, მომხმარებლებთან მიმართებაში ნარკოტიკის დოზაზე შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს.
„ის, რომ რეალიზატორების მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია და მთავარია, დოზებზე არ გამოვიდეს წახალისების ელემენტი მომხმარებლებთან დაკავშირებით. ალბათ, ამაზე იქნება უფრო დავა. თუ ვამბობთ, რომ ადამიანი არ უნდა დავაკავოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხვდეს საპყრობილეში და კრიმინალად არ უნდა ჩაითვალოს, თუ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სისტემატური ხასიათის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკაა.
მსგავსი სიახლეები

ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ – კალაძე
