„ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაროოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „ევროპული საქართველო“ უფრო რეალურად აღიქვამს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“.
„არჩევნებზე ხარვეზები იყო, მაგრამ გავლენა არ ჰქონია და დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა, რადგან სხვაობის პროცენტი მაღალია. ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაროოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა. თურმე, 90-იან წლებში ქვემეხებით დავდიოდი. იციან, რომ შედეგზე ვერ გავლენ. მათი განაყოფი გაცილებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. ესენიც აღიქვამენ, მაგრამ სურთ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ. ჩხუბის შემდეგ ბაქი-ბუქობენ“, – დასძინა ნუკრი ქანთარიამ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი
ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძის შეთავაზება საერთო დებატების შესახებ მედიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე
