ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძის ბრალეულობა დადასტურდება მან პასუხი აგოს.
ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პროკურატურაში დაიბარეს. უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძის ბრალეულობა დადასტურდება მან პასუხი აგოს.
“მე არ გამიხარდება, თუ აღმოაჩენს პროკურატურა თანხის გაფლანგვის მიზეზებს და საერთოდ, თუ დაადასტურებს, ძალიან ცუდი ფაქტი იქნება – უხერხულიც. მაგრამ სამართალი, კანონი ყველასთვის კანონია. პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა ძალიან დიდი გზა, სახელი და არ იყო საჭირო მისი სხვა სფეროებში გადანაცვლება, თუნდაც პოლიტიკაში. სამწუხარო ფაქტი იქნება თუ დადასტურდება, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ კანონი ყველასთვის კანონია”, – განაცხადა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.
საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პროკურატურაში დაკითხვაზე დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახითაა დაბარებული. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.
“საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ “უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას” დამფუძნებელი – პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს,” – განაცხადა პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული

„გედი ფოფხაძე უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ელოდება და ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია“-ეკა ბესელია
ქართული ოცნება ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ

“სექსუალური შევიწროების ფაქტები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამის თქმის გამბედაობა სხვადასხვა გარემოების გამო, ქალებს არ ჰქონდათ”-გუგული მაღრაძე
