“ნუ დავიკავებთ სტაციონარში ადგილს, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა”

“ნუ დავიკავებთ სტაციონარში ადგილს, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა”

“ნუ დავიკავებთ სტაციონარში ადგილს, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად 5,500 საწოლია დაკავებული.

„ქვეყანაში საწოლფონდი სულ 17 ათასამდეა, აქედან, სამშობიაროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე ხელის ხლება არ შეიძლება. ე.წ სომატურ და პათოლოგიებზე 12 ათასამდე საწოლფონდი რჩება.
სამინისტროს ანგარიშით, კორონავირუსის პანდემიისთვის, დაახლოებით, 8,000 – 8,500-მდე საწოლფონდის მობილიზაციაა შესაძლებელი. რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში ყოველდღიურად 5,500 საწოლია დაკავებული, ამიტომ, რესურსი ჯერჯერობით არის. სავენტილაციო აპარატზე საშუალოდ 250 პაციენტია და ამ აპარატების რაოდენობა საკმარისია. რთულია ადამიანური რესურსი, რომელიც ინფიცირდება, განსაკუთრებით, ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები არიან მათ რიცხვში ამიტომ, არის ასეთი თეზა – ნუ დავიკავებთ სტაციონარში ადგილს, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, გარდაიცვალა 41 ადამიანი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები