„ნუ ჩაგვაბეტონებ“ – ამ სახელწოდების საპროტესტო აქციას მართავს მოსახლეობა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე
„ნუ ჩაგვაბეტონებ“ – ამ სახელწოდების საპროტესტო აქციას მართავს მოსახლეობა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე. აქციის მონაწილეები სარეკრეაციო ზონებზე მშენებლობას აპროტესტებენ.
imedinews-ის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა მშენებლობების ნებართვის შეჩერება და სარეკრეაციო ზონების განადგურების აკრძალვა.
ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე სკვერში სამშენებლო კომპანია „აკა დეველოპმენტი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.
კატეგორიები:
საზოგადოება