„Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა“

„Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა“, – ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე ცნობით, ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც.
ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარს კარგი ამბავი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი ვაქცინის 60 მილიონი დოზა წინასწარ შეუკვეთა. ბრიტანეთის მარეგულირებლის მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მსგავსი სიახლეები

სსგს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებსა და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს

დღეს, 22 იანვარს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, გეგმიური აფეთქებისას სამი მუშა დაშავდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა
