“ნოვა” “ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა

“ნოვა” “ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  “ნოვა” “ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა. როგორც “ნოვას” დამფუძნებლები აცხადებენ, მთავარი არ არის მატერიალური თანადგომა.

„მთავარია „ბერი ანდრიას ფონდის“ შვილობილებმა იგრძნონ, რომ შეუძლებელი არაფერია, მათთან ერთად შევეცდებით დავამარცხოთ „კიბო“. დაავადება, რომლის სახელი ყველას გვზარავს, მაგრამ კიდევ უფრო გვაფხიზლებს. “ნოვას” 2018 წლის კალენდარში ბევრი დღეა ჩანიშნული, რომელსაც „ბერი ანდრიას“ შვილობილებთან ერთად გავატარებთ. მხიარული ჯამბაზის შოუ, მულტფილმის გმირები, სამახსოვრო ფოტოები და გზავნილი მსოფლიოს… ასე დასრულდა კიდევ ერთი დღე „ბერი ანდრიას ფონდში“,- აცხადებენ “ნოვას” დამფუძნებლები.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, წელს შემდეგი დევიზით ტარდება: “ჩვენ შეგვიძლია –  მე შემიძლია”. კამპანია თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, წვლილი შეიტანოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები