ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივები ნორვეგიის თითოეულ მოქალაქეზე გადაანგარიშებით დაახლოებით 200 ათასი დოლარი გამოდის

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 19 სექტემბერს ისტორიულ მაქსიმუმს ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ნორვეგია ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებელია, საპენსიო ფონდში სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლები ირიცხება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფონდი მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს კერძო კომპანიებში. ამ მაჩვენებლით ნორვეგიის საპენსიო ფონდის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მსოფლიოში არსებული სხვადასხვა კომპანიების აქციების 1,3 პროცენტის მფლობელი სწორედ, ნორვეგიის საპენსიო ფონდია. ფონდი ფლობს ისეთი კომპანიებს აქტივებს როგორებიცაა: Apple, Nestle, Shell, Microsoft, Google.
ფონდი ასევე ფლობს უძრავი ქონების გიგანტურ აქტივებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. საპენსიო ფონდის აქტივშია უძრავი ქონება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებულ ლოკაციებზე, მაგალითად: ფონდის განკარგულებაშია უძრავი ქონება თაიმს სკვერზე ნიუ-იორკში, ელისეს მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა.
აგვისტოში ფონდის კიდევ ერთ წარმატების შესახებ გახდა ცნობილი. ნორვეგიის ეროვნული ბანკის მონაცემებით, საპენსიო ფონდმა 2017 წლის პირველ ნახევარში სხვადასხვა კომპანიებში ინვესტირებით 499 მილიარდი კრონა ანუ 64 მილიარდი დოლარი სუფთა მოგება მიიღო.
ივნისის მონაცემებით, სხვადასხვა კომპანიების აქციებში ფონდის მთლიანი აქტივების 65 პროცენტია დაბანდებული, აქტივების 32,4 პროცენტი ფიქსირებული მოგების ინვესტიციებშია დაბანდებული და დაახლოებით 2,5 პროცენტი უძრავი ქონების ბაზარზე მოდის.
ფონდში ნავთობის გაყიდვებიდან სახელმწიფოს შემოსავლების გადარიცხვა 1996 წელს დაიწყო. პროექტის მიზანს წარმოადგენდა დივერსიფიცირება და რისკების მინიმიზაცია. ენერგომატარებლებზე ფასის მიუხედავად, ფონდს უნდა შეძლებოდა მომავალი თაობებისთვის ცხოვრების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
ფონდის აქტივების დაახლოებით 50 პროცენტი სახელმწიფო გადარიცხვებია ხოლო, მეორე ნახევარი უშუალოდ ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავალი.
მსგავსი სიახლეები
უკრაინის ოპოზიიციონერის რადას წევრის მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, ის დღეს საღამოს პრეზიდენტ პოროშენკოსთან ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კონსულტაციებს გამართავს.
