ნოდარ კერესელიძე ბერლინში გამართულ მე-10 მინისტერიალს დაესწრო, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

ნოდარ კერესელიძე ბერლინში გამართულ მე-10 მინისტერიალს დაესწრო, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ბერლინში გამართულ მე-10 მინისტერიალს დაესწრო, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018″ (Gruene Woche 2018) ფარგლებში გამართული მინისტერიალის მთავარი თემა მესაქონლეობის მდგრადი და ეფექტიანი განვითარება იყო. მინისტერიალზე შემუშავდა კომუნიკე, რაც სასურსათო უსაფრთხოების, ნუტრიციის, გარემო პირობების გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, გარემოსდაცვისა და კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, შესაძლებელს გახდის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

როგორც ნოდარ კერესელიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  მინისტერიალის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აგრარული სექტორის პირველ პირებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გამოწვევები და ის სიახლეები, რაც ხელს შეუწყობს დარგის ინოვაციურ განვითარებას და საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებით შეძლონ სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარება. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, მინისტერიალს  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან დიასამიძე ესწრებოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები