ნინო ზამბახიძე – პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა

ნინო ზამბახიძე – პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა

ებიც დღეს დგას, ესენია – საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადების გადავადება, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ. ვინაიდან დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება. პირველი რაც იყო კომენტარი პრემიერისგან იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ტურისტების,– ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიზემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

თქვენ იცით, რომ „Holiday Inn”-ის სასტუმრო სწორედ მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდ-პაციენტებისთვის, რომელთაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი კოვიდ-დაავადება. ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში სასტუმრო გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეღო ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულების მიღების სერვისიც. ეს ჩვენის მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება. აქაც მნიშვნელოვანია სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა. ჩვენ ის გამოწვევები რაც გვქონდა გავაჟღერეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან, როგორ შეიძლება რომ საშემოსავლოს ნაწილი გადავადდეს, როგორ შეიძლება ქონების ნაწილი გადავადდეს, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება ისევ კომუნიკაცია,“ – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები