ნინო ლომჯარიას განცხადებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.(იხ.ფოტოები)

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.(იხ.ფოტოები)

სახალხო დამცველის შეფასებით სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტთა პირობები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები