ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი ახალგაზრდის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი ახალგაზრდის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართა.
“საქართველოს სახალხო დამცველმა 19 სექტემბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება:
1. გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე;
2. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.
მსგავსი სიახლეები

ხვალ, 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

„დამერწმუნეთ, ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით, გაღუნვა და რაღაც კვალი დანას არ აღენიშნებოდა“

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
