ნინო ლომჯარიამ ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკაშირებით განცხადება გააკეთა.

ნინო ლომჯარიამ ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკაშირებით განცხადება გააკეთა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკაშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ის კითხვები, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება.
„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არცერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია კითხვებზე პასუხი, რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ის კითხვები, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები