ნინო ლომჯარიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

ნინო ლომჯარიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ წილკანში ჩავიდა და ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. ნინო ლომჯარიამ ოჯახს, საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ მივაწვდინეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ, მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი. ამ ეტაპზე ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის. ჯერ–ჯერობით ძნელია იმის დაზუსტება, კონკრეტულად რა დრო დაჭირდება გადმოსვენების პროცესს, ინფორმაციის მიღება ოკუპირებული რეგიონიდან გართულებულია, გამკაცრებულია საპოლიციო რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ჩართული საქმის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები