ნინო ლომჯარია გლდანის მე-8 დაწესებულებაში მირზა სუბელიანს ხვდება.

ნინო ლომჯარია გლდანის მე-8 დაწესებულებაში მირზა სუბელიანს ხვდება.

ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის მე-8 დაწესებულებაში მირზა სუბელიანს ხვდება.
ნინო ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მირზა სუბელიანმა თვითკვლელობა სცადა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 15 ოქტომბერს.
მათივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები