ნინო ლომჯარია-გამოძიება უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ზედამხედველობა საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს, საგამოძიებო კომისიით”

“ვერცერთი სხვა მექანიზმი შსს-ს გარდა, ვერ ჩაანაცვლებს გამოძიებას. გამოძიება უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ზედამხედველობა საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს, საგამოძიებო კომისიით”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ გამოკვეთილიყო ვინ იყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი.
„გუშინ სასამართლომ დაადასტურა ის, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა მკვლელი დავით სარალიძის შემთხვევაში. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს, ისე, როგორც კანონშია გაწერილი. გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ეს უნდა ყოფილიყო გამოძიებული უფრო ადრე და მალე. გამოძიება უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ გამოკვეთილიყო, ვინ იყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. დაუყოვნებლივ არის გამოძიება დასაწყები.
რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, ვფიქრობ, საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს პროკურატურამ, პროკურატურის წარმომადგენლებმა ამ დანაშაულის გამოძიების დროს. რატომ არ წავიდა გამოძიება, ასევე, სხვა ვერსიების მიმართულებით და ხომ არ იკვეთება მათ ქმედებებში გადაცდომა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მსგავსი სიახლეები

აფხაზეთის კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს

პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის
