ნინო ლომჯარია – ბევრ საკითხზე ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა

ნინო ლომჯარია – ბევრ საკითხზე ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა

ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბარი, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბევრს საკითხთან დაკავშირებით, ბავშვების ინტერესთან მიმართებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა. ძირითადად ეს შეხვედრა იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები