ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არჩილ ტატუაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რათა ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არჩილ ტატუაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რათა ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არჩილ ტატუაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რათა ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო მექანიზმებით და რეაგირების გზით მოხდეს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე.
„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტს ჰქონდა ადგილი და ვვარაუდობ, რომ დღესაც ამას აქვს ადგილი. ცხედრის მაქსიმალურად დამალვას ცდილობენ, ამიტომ აუცილებელია, რომ საერთაშორისო მექანიზმებით და რეაგირების გზით მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ დროულად გადმოგვცენ ცხედარი“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები